среда, 21 октября 2009 г.



პროექტის სახელი:ლადო ასათიანის კლას-კაბინეტის მოწყობა და მისი აღჭურვა.
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ და შეაგროვებენ მასალებს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ კომპიუტერის, სასკოლო და საოჯახო
ბიბლიოთეკის მეშვეობით სხვადასხვა მასალებს პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.მოინახულებენ  ლ. ასათიანის სახლ-მუზეუმს ცაგერის რ-ნის სოფელ    ბარდნალაში.გადაიღებენ საჭირო ფოტო-მასალას  კლას-კაბინეტისთვის. ბარდნალაში მცხოვრები ადამიანებისგან მოიპოვებენ და შეაგროვებენ საინტერესო ინფორმაციას პოეტის ბავშვობაზე და სოფელში გატარებულ დღეებზე. დაამზადებენ ალბომს სხვადასხვა კომპოზიციებით.

მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი

ვადები: 30 დღე

პროექტის შესაძლო აქტ
ივობები:შესაბამისი ლიტერატურის, ფოტო და ვიდეომასალის მოძიება, ინტერვიუ პოეტის ქალიშვილთან და ბარდნალაში მცხოვრებ ნათესავებთან, კომპოზიციების შექმნა, ელექტრონული ჟურნალის დამზადება, კლას-კაბინეტის
პრეზენტაცია.

სარგებელი სხვებისთვის: სკოლის მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ლადო ასათიანის ცხოვრებას და შემოქმედებას, გაუჩნდებათ სურვილი მოეწყოს სხვა შემოქმედთა კლას-კაბინეტები.


სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ-ჩვევები, განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები, კერძოდ, კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის.
შეისწავლიან კვლევას, მასალების ქრონოლოლოგიურ დალაგებას,ფოტო და ვიდეოგადაღებებით შეძლებენ ფოტოხელოვნების უნარის გამომუშავებას. ფოტო-მასალის
შეგროვებით მოსწავლეები გაერკვევიან კოლექციონერობაშიც. ჩამოუყალიბდებათ გემოვნება. ისწავლიან პროექტზე მუშაობას, უკეთესად გაერკვევიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ეზიარებიან მეცნიერულად მასალების დამუშავების ხერხებს.

მონაწილეები სხვა სკოლიდან:ბარდნალის საჯარო სკოლა.

პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნონა ახვლედიანი

ელ-ფოსტის მისამართი:qorashi1969@gmail.com

























;





вторник, 20 октября 2009 г.

gtrsthrg
hdgeihjerbsjkndfmgnekklngklnglkg